სამთავრობო კომისიის სხდომა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა და მომავალი ღონისძიებები დაგეგმა.

2013 წლიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიკაციის, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებების სამუშაოები განხორციელდა.

კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონების გუბერნატორები და კომისიის წევრები დაესწრნენ.