სამთავრობო ცვლილებები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი კაბინეტით წარდგება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან ყველა მინისტრს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი ვინც პოსტის დატოვების სურვილი გამოთქვა, მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახლა საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ჩიქოვანია წარდგენილი.