სამშვიდობო ზავის პირობები - ურთიერთბრალდებები ევროპიდან და აშშ-დან 

რა ეტაპზეა ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებები – მთავარი სადავო თემა დონბასის ტერიტორია და უსაფრთხოების გარანტიაა. ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის კუთვნილების საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული იმ გარანტიებთან, რომლებსაც კიევი ვაშინგტონისგან ელოდება. 20-პუნქტიანი დოკუმენტის გარშემო დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების გარკვეულ დეტალებზე გავლენიანი მედია საშუალებები აქტიურად წერენ. უთანხმოების საგანია ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაც. სამშვიდობო პროცესში შუამავლის ფუნქცია აშშ-ს აქვს აღებული, რომელიც რუსეთთან და უკრაინასთან ამ დრომდე ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს აწარმოებს – დიპოლომატიური ძალისხმევის ფონზე უკრაინას ურთიერთობა კიდევ უფრო ეძაბება უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ერთადერთი მოწინააღმდეგეა. ვითარება დაძაბულია ფრონტის ხაზზეც. რუსეთის მხრიდან საავიაციო შეტევების გარეშე არც გასულ ღამეს ჩაუვლია.