სამშვიდობო ზავი სირია-ისრაელს შორის

სირიაში, ერთკვირიანი დაპირისპირების შემდეგ, თურქეთისა და იორდანიის შუამავლობით ზავის მიღწევა მოხერხდა. სირიის პრეზიდენტი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს. სირიის სამხრეთში მცხოვრები დრუზები და ბედუინები კი ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ. დრუზების დაცვის პირობას დებს ისრაელი და სამომავლოდ არც სამხედრო მოქმედებებს გამორიცხავს. სირიის ხელისუფლება კი ისრაელს ქვეყნის ერთიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

გივი ბარამიძე დეტალებით.