„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“

18:29, 20.11.2026

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა.

„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ ემსახურება საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

მინისტრმა ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელებულ ძალისხმევაზე ისაუბრა. მან ასევე ახალგაზრდების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობას. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების და სახელმწიფო მინისტრის აპარატის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ კონკურსში 2023-2026 წლებში გამარჯვებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

მსგავსი