სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა - სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში
უკრაინას და რუსეთს შორის აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულებულია.
აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დისკუსიებში ყველაზე რთული თემა უკრაინის ტერიტორიების კუთვნილების საკითხია, რაზეც რუსეთს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. მოსკოვი კიევს დონბასიდან ჯარების სრულად გაყვანას სთხოვს. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე უკრაინის დელეგაცია ქვეყნის ხელმძღვანელობას მოლაპარაკების დეტალებს პირადად გააცნობს. ყველა მხარე თანხმდება, რომ მოლაპარაკება პროდუქტიული იყო. მხარეები ტყვეების გაცვლაზე და მომდევნო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმდა. უკრაინაში აცხადებენ, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინს თუ არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება.