სამშვიდობო შეთანხმება და ვითარება ღაზაში
ღაზის სექტორში ისტორიული შეთანხმების პუნქტები შეფერხებით სრულდება.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის შემდეგ არაბულ ანკლავში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ისრაელის ჯარი სექტორიდან ჯერ სრულად არ გასულა. ისრაელი „ჰამასისგან“ დაღუპული მძევლების ცხედრების გადაცემას ითხოვს. 28-დან ჯერ მხოლოდ რვა ცხედარია გადაცემული. დღეს ღამით ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ 5 მძევლის ცხედარს გადასცემენ. ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების არასაკმარის რაოდენობაზეც საუბრობენ – ანკლავში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების 200-ზე ნაკლები სატვირთო მანქანა შედის. დონალდ ტრამპი ოთხი ქვეყნის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში ვითარების მკვეთრ გართულებას ელოდება.