ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან ეგვიპტისა და პალესტინის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერო-ს გენერალური მდივანი, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი.
სამიტში არ მონაწილეობენ ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. გუტერეშმა ომის „ფართო კონტექსტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს მეშვეობით გადაწყვეტა „ერთადერთი რეალისტური საფუძველია ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად.