სამშვიდობო მოლაპარაკება
ირანი მიუღებლად მიიჩნევს წინადადებებს, რომლებიც ომის დასრულების ახალი შეთანხმების შესახებ პროექტის სახით კატარელმა შუამავლებმა თეირანს წარუდგინეს. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი შუამავლებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და ირანის მიერ წარდგენილი წინადადების განხორციელების გზებს განიხილავს. არაღჩის თქმით, ირანი დიპლომატიას წარმატების შანსს კვლავ აძლევს. ამასთან, ირანის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი მუშაობს ომის დასასრულებლად.