„აშშ-ს მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკრაინაში არჩევნებს ეხება მნიშვნელოვანია“ – ამის შესახებ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას კელოგმა აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით, უკრაინამ არჩევნები 100 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს, თუმცა, უკრაინაში მყოფ ადამიანებზე დაყრდნობით, კელოგი აცხადებს, რომ ამის გაკეთება 90 დღის განმავლობაშიც შეიძლება. ის დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი დაასრულებს ომს, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივია.