სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა. თეა ახვლედიანმა 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შუალედური შეფასების პირველადი შედეგები წარადგინა ორი პრიორიტეტული მიმართულებით. აღინიშნა, რომ შუალედური შეფასება მიზნად ისახავს 2024 წლის ჩათვლით, სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის, მიღწევებისა და პროგრესის დინამიკის, ასევე სამიზნე სეგმენტზე ზეგავლენის შესწავლასა და ანალიზს. გაიმართა დისკუსია მიღწევების, სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ტენდენციებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ.