სამოქალაქო პანაშვიდი

დღეს დაკრძალავენ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირებს. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი ოჯახებს გადასცეს და დღეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართება. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე. ოთხი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა კი გაიმართება დღეს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ნეშტების გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა.

დატოვე კომენტარი