სამხედროებისთვის ბინების გადაცემა

ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში თავდაცვის სამინისტრომ 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადასცა. ცხრასართულიან ორ ახალაშენებულ კორპუსში ფართები სამხედროებმა ლოტოტრონის მეშვეობით აირჩიეს. ყველა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდა. სამხედროებს ახალმოსახლეობა პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულება მთავრობას 2007 წელს ჰქონდა აღებული, თუმცა პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და დღეს ოფიციალურად დასრულდა. საერთო ჯამში ბინა 2000-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.