სამხედროების ბინების გადაცემა

თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს განაგრძობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გორში საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. ბინების მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო. გორში 5,5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი, 2020 წელს დასრულდება.

დატოვე კომენტარი