სამხედრო წვრთნა

„კობრა ასეული“ კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს გადის.

ასეულმა საქართველოში კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეტაპი დაიწყო.

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის „კობრა ასეული“ საქართველოში კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს 2018 წლის ნოემბრის დასაწყისიდან მართავს.