დმიტრო კულებამ მსოფლიოს რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული დანაშაულებისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შესაძლოა ტრიბუნალის შექმნა სამართლებრივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, თუმცა სახელმწიფოების მხარდაჭერით მათი დაძლევა შესაძლებელია.