სამხედრო პოლიცია 21 წლისაა

18:34, 15.06.2026

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლისაა. იუბილე ორხევში, სამწყობრო მოედანზე ჩატარდა. პოლიციელები უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული”, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.

მსგავსი