სამხედრო ოპერაცია ირანში - მოლაპარაკებების პირველი ნიშნები 

ომის დაწყებიდან 23 დღის თავზე მოლაპარაკების პირველი ნიშნები აშშ-სა და ირანს შორის.

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თეირანთან კომუნიკაცია დაწყებულია. აშშ-ის პირველი პირი, რომელიც ისრაელთან ერთად 28 თებერვლიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, საუბრობს 15-პუნქტიან შეთანხმებაზე და პრაქტიკულად ყველა პუნქტს შეთანხმებულად აცხადებს. სამი პუნქტი ირანის მხრიდან ბირთულ იარაღზე დათმობას ეხება. რაიმე სახის კომუნიკაციას არ ადასტურებენ ირანში, თუმცა სწორედ მოლაპარაკების საფუძველზე დონალდ ტრამპი ირანის ენერგოობიექტებსა და ინფრასტრუქტურებზე იერიშებს ხუთი დღით წყვეტს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი ირანს ენერგოობიექტების აფეთქებით დაემუქრა – ეს იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამ დრომდე ბლოკადაში მოქცეულ ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიდა, რის გამოც გლობალურ ეკონომიკას ყოველდღე სერიოზული ზარალი ადგება. გაფრთხილებას თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის დანაღმვის მუქარა და რუსეთის გაფრთხილება მოჰყვა.