სამხედრო ოპერაცია ღაზაში სამშვიდობო ზავის ფონზე
ისტორიულ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება – ღაზის სექტორში აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არაბულ ანკლავში განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა.
ორკვირიანი ზავი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდა, რასაც ბოლო ერთ დღეში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელმა „ჰამასს“ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არმიას ოპერაციის დაწყება უბრძანა. ღაზის სექტორში საზავო შეთანხმების დარღვევაში ახლა ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამ დროისთვის ანკლავში ფართომასშტაბიანი ოპერაცია შეწყვეტილია. ვაშინგტონი ისტორიული საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა ევროპა ზავის დარღვევის საშიშროებაზე საუბრობს და ორივე მხარეს შეთანხმების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს.