სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი  

დაჭრილ სამხედროებს რეაბილიტაციის კურსის გასავლელად უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ.

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი ამოქმედდა, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტოა.

ამერიკის თანადაფინანსებით აშენებული კომპლექსი წეროვანშია განთავსებული. ცენტრში არსებული უახლესი სამედიცინო ტექნიკით და ინფრასტრუქტურით ჯარისკაცებს სრულყოფილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა შეეძლებათ.

ამ მომენტისთვის კომპლექსში ქართველ სამხედროებთან ერთად უკრაინიდან ჩამოყვანილი ჯარისკაცებიც მკურნალობენ.