სამხედრო ლიცეუმის კადეტებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა თავდაცვის მინისტრმა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეშვიდე, 2018 წლის  გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს. მოგვიანებით ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს და თვითნაკეთი ნივთები წარუდგინეს.