სამხედრო გეგმის გავრცელების საქმე - გამოძიება კონგრესში 

როგორ აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ოპერაციის გეგმაზე შექმნილ მიმოწერის ჯგუფში ჟურნალისტი – ე.წ. ჩათში, სადაც იემენში ჰუსიტებზე თავდასხმების გეგმას განიხილავდნენ, გამოცემა the atlantic-ის რედაქტორის მოხვედრა კონგრესის მოკვლევის საგანი ხდება. ორპარტიული გამოძიების დაწყებას აპირებს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი, რომელიც მიმოწერის სრული ვერსიის მიწოდებას მოითხოვს. ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი ამბობს, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსანთა მიმოწერაში დამატების მოწვევა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლისგან მიიღო. ვოლცი ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ოპერაციის გეგმაზე საუბრის დროს ჯგუფში საიდუმლო ინფორმაცია არ გავრცელებულა. აპლიკაცია სიგნალში სამხედრო გეგმის გარშემო კოორდინაციის მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრებს შორის ვოლცთან ერთად ასევე არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და თავდაცვის მდივანი. სკანდალი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების მიზეზი გახდა. „დემოკრატები“ ტრამპის ადმინისტრაციას საიდუმლოების დაცვის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.