სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონული ცენტრში წვევამდელების ახალი ეტაპი დაიწყო. წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში გაივლიან და საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს შეისწავლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ კი სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან, სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.