სამხედრო დაპირისპირება რუსეთში - ევგენი პრიგოჟინის განცხადება

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა ვლადიმერ პუტინს მალევე უპასუხა – ევგენი პრიგოჟინი ღალატის ბრალდებას უარყოფს და საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებს. მისივე განცხადებით, სამხედრო კამპანია დანებებას არ აპირებს, რადგან არ სურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება. მანამდე პრიგოჟინმა თქვა, რომ როსტოვში იმყოფება, სადაც მისი მებრძოლები სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქალაქში შეიარაღებული სამხედროები არიან განთავსებული და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.

ვლადიმერ პუტინი როსტოვში არსებულ სიტუაციას რთულს უწოდებს. მისი ინფორმაციით, ბლოკირებულია სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის ორგანოების მუშაობა. ამასთან, საერთაშორისო მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა სამხედრო ობიექტები დაიკავეს ვორონეჟშიცოლქის გუბრნატორის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ვორონეჟის ოლქში ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები ტარდება. ნაწილობრივ გადაკეტილია დონის მაგისტრალი, რომელიც მოსკოვს, ვორონეჟსა და როსტოვს ერთმანეთთან აკავშირებს.