სამი წლის თაია ზოიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სამი წლის თაია ზოიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მცირეწლოვანი გოგონა 10 თვის წინ კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა, მისი ტვინის ნაწილი დაზიანებულია და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ნეირორეაბილიტაციას თურქეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის. საზღვარგარეთ მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ოჯახს კი უკვე ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა. თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია, თუმცა საჭიროებს უწყვეტ მკურნალობას. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კლინიკა იძულებული იქნება შეაჩეროს მკურნალობა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ.