სამი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მოსამართლეების თემაზე მომზადებული კანონ-პროექტების განხილვა პარლამენტში.

სამი სხვადასხვა ვერსიის ავტორები ცდილობენ, დეპუტატები და არასამთავრობო სექტორი საკუთარი პროექტის სისწორეში დაარწმუნონ. ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის მიერ დაწერილი ვერსიით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი იუსტიციის საბჭოში ხუთეტაპიანი იქნება, საბჭოს წევრს კი კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში ხმის უფლება აღარ ექნება.

ეკა ბესელიას პროექტით, კანდიდატების შერჩევის პროცესში იზრდება პარლამენტის ჩართულობა.

„ევროპული საქართველოს“ ვერსია კი, იუსტიციის საბჭოში კანდიდატების კენჭისყრის დროს კვორუმის გაზრდას გულისხმობს.

საკომიტეტო განხილვას ესწრებიან უფლებადამცველებიც, რომლებიც პირველ რიგში იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ.

ქეთი ქაშაკაშვილი ადევნებს თვალს საკომიტეტო განხილვას.