სამგზავრო ბარათების გაცემა

სამგზავრო აბონემენტის გასწორებული ვერსიის გაცემა დღეიდან განახლდება. გუშინ ერთი დღით დოკუმენტის გაცემა შეზღუდული იყო. მიზეზად კი ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომა დასახელდა. როგორც „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეებმა, რომლებმაც უკვე შეიძინეს სამგზავრო ბარათი, დღეიდან მის გამოცვლას უფასოდ შეძლებენ. „საქართველოს ბანკი“ შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.