სამედიცინო პერსონალის დაკავება

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმებმა მოქალაქეს ოპერაცია მოტყუებით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე ჩაუტარეს.

გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში – უფრო კონკრეტულად, რას ედავება პროკურატურა ექიმებს?