სამედიცინო განათლების ასოციაციის თანამშრომლობის ცენტრი იხსნება

საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობის ცენტრი იხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი.

საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.