სამძებრო სამუშაოების 21-ე დღე შოვში

15:03, 23.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოთხ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნი ცხედრებიდან 27 იდენტიფიცირებულია. პარალელურად, სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ გეოლოგები. მათ ვერტმფრენით დაათვალიერეს ტერიტორია და კიდევ ერთხელ შეისწავლეს არსებული მდგომარეობა სტიქიიდან 21-ე დღეს. სპეციალისტები ბუნებრივ პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებასაც გეგმავენ.

მსგავსი