სამძებრო სამუშაოები შოვში

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 5 პირს ეძებენ. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 28 ცხედარია აღმოჩენილი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

ბოლო ინფორმაციას თათია მაყაშვილი მოგვაწვდის.