სამძებრო სამუშაოები ფოთში

მეთერთმეტე დღეა ფოთში, მდინარე რიონში, მოზარდის სამძებრო სამუშოები გრძელდება.

დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სასულიერო პირებთან ერთად მოზარდის ოჯახის წევრებსა და მაშველებს შეხვდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სასულიერო პირებმა მაშველებს ჩატარებული სამუშოებისათვის მადლობა გადაუხადეს, დალოცეს და მათ საკვები პროდუქტები გადასცეს.

ფოთში 29 იანვარს მდინარე რიონში ხიდიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.