სამაშველო ოპერაცია თურქეთში

საქართველოს შესაბამისი სამსახურები თურქეთში სამაშველო ოპერაციაში ერთვებიან.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტექნიკა და ცოცხალი ძალა სტიქიის ზონაში უკვე გაიგზავნა. კონკრეტულად განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა. მაშველები გადამზადებული არიან მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით. თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერი. საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სამძიმრის წერილს აქვეყნებენ ასევე საქარველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი.