სამაშველო ოპერაცია ტაილანდის მღვიმეში

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ტაილანდის მღვიმეში, რომელსაც მთელი მსოფლიო მედია ადევნებს თვალს.

ცხრადღიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილი 12 მოზარდისა და ფეხბურთის მწვრთნელის მღვიმედან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მათ გამოქვაბულში ყოფნა რამდენიმე თვე მოუწიოთ – ვიდრე მღვიმეში წყლის დონე არ დაიკლებს. ამ დროისთვის მოზარდებისა და მათი 25 წლის მწვრთნელისთვის საკვების მიწოდება შესაძლებელი გახდა.

ამჟამად მაშველები მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან  – ტაილანდში წვიმის სეზონია და გამოქვაბულში წყლის დონე სულ უფრო მატულობს, რაც ევაკუაციას ართულებს.