ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული – წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. იმერეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში 5 კუბურ მეტრამდე მასალა იპოვეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.