„სამართლიანი არჩევნების“ პოზიცია

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამოქალაქო ორგანიზაციები აქციებზე ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის მომავალშიც დადგებიან.

ნინო დოლიძე ბრალდებას, – თითქოს სამართლიან არჩევნებს მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა სურდა, – სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, აქციაზე სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი იდგა და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ გამოყოფა ზეწოლა და დისკრიმინაციაა. პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მათ ჩართვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის უარს, „ისფედის“ დირექტორი საპარლამენტო არჩევნებში პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებას უკავშირებს.