„სამართლიანი არჩევნების“ ბრიფინგი ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უკვე ყოფილი უფროსი, თამარ ქომეთიანი სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს.

გადაწყვეტილების მოტივებზე და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე თამარ ქომეთიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონალურ წარმომადგენლობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა გათავისუფლების შესახებ მან მხოლოდ 9 იანვარს გაიგო. მას მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება გიორგი გახარიას მხარდაჭერას უკავშირდება. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექცია თამარ ქომეთიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.