„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში 

ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის რვა ფაქტი, მათ შორის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ.

„სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა: პარტია „ლელო საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ხელვაჩაურში, ოზურგეთში, სოფელ გლდანსა და ჩუღურეთში.