სამაგისტრო გამოცდები ბათუმში

საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ბათუმში.

ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რჩევებით დადგინდა. საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მსურველი აბარებს. პროცესი დღეს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოცდები ქვეყნის მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ტარდება.