სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელები წარმოადგენენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, ვისი შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით მსახურობენ. წვევამდელების აღრიცხვიანობას, რეკრუტირებასა და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.