სალოტბარო სკოლების ფესტივალი

12:40, 13.11.2025

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 8 ნოემბრიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ფოლკლორისტების, რეგიონების ლოტბარ-რეგენტებისა და 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს. ფესტივალი 15 ნოემბერს გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება. საღამოს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს. პროექტში სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

მსგავსი