სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები

15:09, 31.12.2024

რა გეგმები აქვს სალომე ზურაბიშვილს, ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს. თუმცა ჯერ მათთვისაც გაურკვეველია, თუ რა იქნება ერთობლივი გეგმა. ოპოზიციონერი ლიდერები ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონად ქვეყანაში სწორედ ზურაბიშვილს ასახელებენ და ამბობენ, რომ აქციების პარალელურად საერთო გეგმაზე მუშაობა დაიწყება. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციისა და ზურაბიშვილის გეგმები მხოლოდ ქვეყნის არევას ემსახურება.

მსგავსი