სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები

დოკუმენტი, რომელზეც ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად მუშაობს, ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. მორიგი შეხვედრა პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, დღეს 17 საათზე გაიმართება. ინიციატორების თქმით, დოკუმენტში უნდა გაიწეროს ახალი არჩევნების ჩატარების საფუძვლები და პირობები. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება. ვისით დაკომპლექტდება საბჭო, ჯერ-ჯერობით უცნობია. 17 საათზეა პრეზიდენტის და ბარიერგადალახული ოპოზიციის შეხვედრა ჩანიშნული. ოპოზიცია საფუძვლების შესახებ რამდენიმე ვერსიას განიხილავდა. პირობები კი ცესკო-ს შემადგენლობისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების შეცვლას გულისხმობს. უფრო ზუსტად, როგორია დოკუმენტის შინაარსი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.