სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრები

15:24, 17.10.2018

წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიენციის მონაწილეებს მან საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების ზრდასა და ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

მსგავსი