სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები აზერბაიჯანში

სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანში ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

პრეზიდენტმა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.