სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები – შეფასებები

15:16, 14.12.2023

როგორია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მიზნები და სამომავლო გეგმები. საკითხი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის განცხადებით, პრეზიდენტის აქტიურობა და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. ამასთან, მათივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის საკუთარ დამსახურებად წარმოჩენას ცდილობს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეა, საქართველოს ევროპულ მომავალზე ერთიანი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, მისასალმებელია.

მსგავსი