სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასებები

კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტსაც შეხვდა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მადლობა პირადად გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა კონფერენციაზე მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკისაც და მას წარმატებები უსურვა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ინტერვიუ მისცა „ევროაქტივს“ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული კოალიციური მთავრობა იქნება. კითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოლარიზაციას ეხება, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის შემცირება რთული პროცესია და ეს ვერც ამერიკასა და ევროპაში ვერ ხერხდება.

მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.