სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები უცხოურ მედიასთან ისევ შეფასების თემაა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაება. საქართველოს პრეზიდენტმა „ფრანს 24“ -ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საქართველოს ევროპული მომავლის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ის თანამდებობაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერით მოხვდა, თუმცა ხალხი მას ახლა ქვეყნის მომავალ ევროპელ ლიდერად ხედავს, რომელიც საქართველოს ევროპაში მიუძღვება.