სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს ღიად უპირისპირდება. როგორც ზურაბიშვილმა Le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“. ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და „პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოყვა.