ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სირთულეების მიუხედავად, ეს არის ჩვენი ქვეყნის გზა და ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირია. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ დეესკალაცია უნდა შეძლოს და დაძაბულობის შექმნის მცდელობას მშვიდობიანი პასუხი გასცეს.